ვიქტორ ორბანი: ევროპა დაშლის გზას ადგას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.

„ევროპა დაშლის გზას ადგას. ის ახლა დეზინტეგრაციის მდგომარეობაშია. და თუ ჩვენ პატრიოტიზმის საფუძველზე რეორგანიზებას არ მოვახდენთ, დაშლის მოწმენი გავხდებით, რა დროსაც ევროპის შეერთებული შტატები სულ უფრო მეტ კონფლიქტში გაეხვევა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროკავშირის სრულ დეზინტეგრაციამდე. მე ასე მჯერა“, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, ევროპის დაშლა უნგრელების ინტერესში არ შედის, იმიტომ, რომ ევროპული კოოპერაციის იდეა არის ერთ-ერთი დიდებული იდეა, რომელსაც შეუძლია ნამდვილად ემსახუროს უნგრელებს, თუ მას საფუძვლად პატრიოტიზმი და არა იმპერიალიზმი დაედება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც...