27 თებერვალი, პარასკევი, 2026
27 თებერვალი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი „იმედის ბანკზე“: თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს

თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია საკუთარ ბანკს შექმნის, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თუკი შესაძლებელი იქნება, რომ ფიზიკური პირების ანგარიშებიც გაიხსნას, თავადაც სიამოვნებით გახსნის ანგარიშს „იმედის ბანკში“.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები