აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა შეასრულა მიცემული პირობა, რომ კვირამდე, 1 თებერვლამდე უკრაინას არ დაბომბავდა.
„პაუზა იყო კვირიდან კვირამდე. ის დასრულდა და პუტინმა ისინი [უკრაინა] მძიმედ დაბომბა. პუტინმა სიტყვა შეასრულა. ერთი კვირა ძალიან ბევრია. ჩვენ ნებისმიერ ვარიანტს მივიღებთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პუტინს სთხოვა 1 თებერვლამდე უკრაინაში ცივი ამინდების გამო ქალაქები არ დაებომბა. კრემლის ლიდერმა თხოვნა გაითვალისწინა, თუმცა გუშინ რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა განაახლა.









