27 იანვარი, სამშაბათი, 2026
27 იანვარი, სამშაბათი, 2026

გურამ ნიკოლაშვილი: ადამიანები ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, სურთ ძალადობა, ქუჩა, ჯანყი და მორევა, თუ დისკუსია, დებატი, ცივილური ურთიერთობის ინსტრუმენტების გამოყენება – პირველი ჯგუფი, უმჯობესია, იზოლირებულად დარჩეს და თავის სამყაროში იარსებონ

პოლარიზაციამ იმდენად გამოხრა საზოგადოებრივი ველი, ელემენტარული ცნებებიც კი თავიდან დაზუსტებასა და ახსნა-განმარტებას საჭიროებს. მძიმე ნერვიული ფონის გამო, ციფრული საქართველოს ბინადრები ცრუ მოლოდინებს იჩენენ და მერე თავადვე იცრუებენ იმედს. ამის დასაზღვევად, როდესაც ვამბობთ “დებატს”, მნიშვნელოვანია ერთნაირად გვესმოდეს მისი შინაარსი. კია ორჯერ-ორი თითქოს, მაგრამ მაინც. დებატი ნიშნავს გარკვეული ფორმატითა და სტრუქტურით აგებულ დისკუსიას, რომელშიც მონაწილენიც გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს დასმული საკითხის შესახებ და მიზნად ისახავენ ან საერთო ხედვამდე მისვლას, ან მოპაექრის დაჯაბვნას, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გასავლებია მკაფიო ხაზები, რათა ზუსტად განისაზღვროს დებატის შესაძლებლობა, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკვე აირჩია რომელ მხარეს სურს, ვინაიდან, ის იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა 2024 წელს, როდესაც “გაყალბების” ლეგენდა პოლიტიკურ სპექტრს თავს მოახვია და კრიზისი დაბადა.

ნიკოლაშვილის თქმით, ყოველთვის დარჩება ჯგუფი, ვინც მზადაა სექტის მოშურნეობით ბოლომდე იცხოვროს ტყუილში, შესაბამისად, ამ მასშტაბის აცდენა, დებატის ნიადაგს სრულიად გამორიცხავს.

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დებატების აღდგენასთან დაკავშირებით ცხადია აქტუალური და საჭირო პროცესია, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ წინადადებას უკვე მოჰყვა მყისიერი სკეფსისი და ხელმოცარულთა წინმსწრები უარი, საჭიროა გარკვეული დეტალები დაზუსტდეს.

პოლარიზაციამ იმდენად გამოხრა საზოგადოებრივი ველი, ელემენტარული ცნებებიც კი თავიდან დაზუსტებასა და ახსნა-განმარტებას საჭიროებს. მძიმე ნერვიული ფონის გამო, ციფრული საქართველოს ბინადრები ცრუ მოლოდინებს იჩენენ და მერე თავადვე იცრუებენ იმედს.

ამის დასაზღვევად, როდესაც ვამბობთ “დებატს”, მნიშვნელოვანია ერთნაირად გვესმოდეს მისი შინაარსი. კია ორჯერ-ორი თითქოს, მაგრამ მაინც.

დებატი ნიშნავს გარკვეული ფორმატითა და სტრუქტურით აგებულ დისკუსიას, რომელშიც მონაწილენიც გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს დასმული საკითხის შესახებ და მიზნად ისახავენ ან საერთო ხედვამდე მისვლას, ან მოპაექრის დაჯაბვნას.

დებატებისას, მონაწილენი წარმოადგენენ არგუმენტებს, იცავენ საკუთარ პოზიციას, აკრიტიკებენ საპირისპირო პოზიციას, პაექრობენ წერილობით ან ზეპირად, ფორმალურ ან არაფორმალურ ვითარებაში.
მოდებატეები თანასწორ გარემოში, ურთიერთპატივისცემით, კულტურისა და თავაზიანობის ელემენტარული წესების დაცვით კამათობენ, მსმენელს პოზიციებსა და არგუმენტაციას აცნობენ. სწორედ ეს უკანასკნელნი იღებენ შთაბეჭდილებას და წყვეტენ მხარის უპირატესობასა თუ არგუმენტის მართებულობას.

დებატის ინსტრუმენტი რიტორიკა, ლოგიკა, მსჯელობა და ორატორული ხელოვნებაა. ხმის აწევა, ყვირილი, უხეშობა, შეურაცხყოფა, გინება, საგნების სროლა და თავშეუკავებელი დემაგოგია საპირისპიროდ, დებატის ჩაშლასა და ველური შოუს დადგმას ემსახურება.

საქართველოში არსებობს (არსებობდა) ეთერები, რომელთა შინაარსიც პირდაპირ იყო აგებული პოლიტიკური კორიდის, სტუდიური კოლიზეუმის მოწყობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელ-ჩართული მუშტი-კრივით უნდა დასრულებულიყო.

ბუნებრივია, მსგავსი ურთიერთობები, პოლიტიკოსთა ufc, ვერც დემოკრატიას გააჯანსაღებს და ვერც საზოგადოებას მისცემს რამე სასარგებლოს. სწორედ ამიტომ, გასავლებია მკაფიო ხაზები, რათა ზუსტად განისაზღვროს დებატის შესაძლებლობა.

შეუძლებელია და ვერც იარსებებს დებატი იქ, რომლის შესაძლო მონაწილესაც ურთიერთობის რელევანტურ და ლეგიტიმურ ფორმად მიაჩნია ქუჩა, წინააღმდეგობა, დაპირისპირება, ჯანყი და გინება. მსგავსი ჟანრის ადეპტები და აქტორები უბრალოდ არაკვალიფიციური სუბიექტები არიან. მათ თვითგამოხატვისთვის შესაბამისი სცენა სჭირდებათ და მისი გამოძებნა არც უჭირთ.

სწორედ ამიტომ, ელემენტარული კულტურა, ეთიკა და სადისკუსიო წესების დაცვის უნარი არის ის უმთავრესი წინაპირობა, რაც სჭირდება დებატში მონაწილეს. ვინ შეიძლება იყოს ასეთი?

ჩემი აზრით, თეორიულად ნებისმიერი. განურჩევლად წარსულისა, პარტიული კუთვნილებისა თუ რეპუტაციული იმიჯისა. პრაქტიკაში კი, მოქალაქეთა შორის არსებული დამოკიდებულებები მთელ რიგ პირებს შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.

სულ ცინცხალი მაგალითი რომ მოვიხმოთ, როგორ წარმოგიდგენიათ დებატში ისეთი ადამიანის მონაწილეობა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის მიმართ იმხელა სიძულვილს გრძნობს, საკუთარ პანაშვიდზე მისვლასაც რომ უკრძალავს? რა დებატი უნდა შედგეს ამგვარი სიძულვილის ნიადაგზე? შეურაცხყოფისა და გაუქმების საფუძველზე? ზიზღით განმსჭვალვის ფონზე? ვერავითარი.
და იმედი მაქვს, პრემიერის ხსენებული ინიციატივა არც ითვალისწინებს მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას.

ადამიანები ჯერ უნდა გაერკვნენ და ჩამოყალიბდნენ, სურთ ძალადობა, ქუჩა, რევოლუცია, ჯანყი და მორევა, თუ სურთ დისკუსია, დებატი, კონსტიტუციური პოლიტიკური წესრიგით დაშვებული ცივილური ურთიერთობის ინსტრუმენტების გამოყენება.
ამ უკანასკნელთა შორის კონტაქტი შესაძლებელია, მიუხედავად შეხედულებათა და მსოფლმხედველობის თითქმის 100%_იანი აცდენისა, პირველი ჯგუფი კი უმჯობესია იზოლირებულად დარჩეს, ერთმანეთს უყურონ და თავის სამყაროში იარსებონ.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ორივე სახის გამოცდილება არსებობს. არჩევანი და პასუხისმგებლობა კი ინდივიდუალურია, ზოგი ადამიანობას აირჩევს, ზოგი დეჰუმანიზებას. ყველას თავისი წილი აქვს ასარჩევიც და პასუხსაგებიც.

მადამ ექსპრეზიდენტმა უკვე აირჩია. ის იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა 2024 წელს, როდესაც “გაყალბების” ლეგენდა პოლიტიკურ სპექტრს თავს მოახვია და კრიზისი დაბადა. ყოველთვის დარჩება ჯგუფი, ვინც მზადაა სექტის მოშურნეობით ბოლომდე იცხოვროს ტყუილში. ამ მასშტაბის აცდენა დებატის ნიადაგს სრულიად გამორიცხავს.” – წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მარკ რუტე – თუ ვინმე...