27 იანვარი, სამშაბათი, 2026
27 იანვარი, სამშაბათი, 2026

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მარკ რუტე – თუ ვინმე...