მარკ რუტე – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას ან ევროკავშირს აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, ოცნება გააგრძელეთ – ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას ან ევროკავშირს აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, მაშინ ოცნება გააგრძელეთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენ ეს არ შეგიძლიათ. ეს ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. აშშ-ის ნატო სჭირდება. იმისთვის, რომ აშშ უსაფრთხოდ დარჩეს, მათ უსაფრთხო არქტიკა, ევროპა და ევროატლანტიკური რეგიონი სჭირდებათ“, – განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატო-ს ერთგულია.

„ის ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მის გარეშე წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების 2%-იან ნიშნულამდე გაზრდა არასდროს მოხდებოდა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული...

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის...