შევეცდები, მერაბ მეტრეველის მსგავსი ლოგიკური უნარების არმქონე ადამიანისთვისაც პირდაპირ და გასაგებად განვმარტო ის, თუ რას გულისხმობს ზაზა შათირიშვილი, როდესაც „დიფ სთეითის“ მართული დონალდ ტრამპის ქმედებების შედეგად ევროპისგან შეერთებული შტატების დისტანცირებაზე, ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების დასუსტებასა და კონტინენტის კორპორაციული მმართველობის ხელში გადასვლაზე აკეთებს აქცენტს, – წერს ექპსერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, „დიფ სთეითი“ ანუ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მქონე ოჯახები, აშშ-ს, ევროპის სახელმწიფოებს, ევროკავშირს, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კონკრეტულ უმაღლესი თანამდებობის პირებს, უკვე ათწლეულებია აკონტროლებენ, ინსტრუმენტად კი კორპორაციებს, უდიდესი ფინანსური გავლენის მქონე ინსტიტუტებს თუ მედიასაშუალებებს იყენებენ.
ფოჩხუას შეფასებით, რისი გააზრებაც მერაბ მეტრეველს უჭირს: „დიფ სთეითი“ შეერთებული შტატებისა და ევროპის კონფლიქტით, რომელსაც ამ ორი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშის დაპირისპირებულ მხარეებად დაყოფა მოჰყვება, რეალურად, არაფერს კარგავს.
„ძალიან რთულია ქართულ საჯარო სივრცეში ისეთი ადამიანი მოინახოს, რომელსაც ტექსტიდან ან მოსმენილიდან ლოგიკური ჯაჭვის აგება მერაბ მეტრეველზე მეტად უჭირს(სამწუხაროდ, მერაბის დონის მოაზროვნეები ბევრი გვყავს).
ჰოდა შევეცდები, მერაბ მეტრეველის მსგავსი ლოგიკური უნარების არმქონე ადამიანისთვისაც პირდაპირ და გასაგებად განვმარტო, ის თუ რას გულისხმობს ზაზა შათირიშვილი, როდესაც „დიფ სთეითის“ მართული დონალდ ტრამპის ქმედებების შედეგად ევროპისგან შეერთებული შტატების დისტანცირებაზე, ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების დასუსტებასა და კონტინენტის კორპორაციული მმართველობის ხელში გადასვლაზე აკეთებს აქცენტს.
„დიფ სთეითი“ ანუ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მქონე ოჯახები ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის სახელმწიფოებს, ევროკავშირს, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კონკრეტულ უმაღლესი თანამდებობის პირებს უკვე ათწლეულებია აკონტროლებენ, ინსტრუმენტად კი კორპორაციებს, უდიდესი ფინანსური გავლენის მქონე ინსტიტუტებს თუ მედიასაშუალებებს იყენნებენ. ტექნოლოგიების განვითარების, გლობალიზაციის, სახელმწიფოებსა და გლობალურ ინსტიტუციებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების პირობებში, ბუნებრივია, მათი გავლენებიც იზრდება, ეს კი, ერთი მხრივ სხვადასხვა პოლიტიკოსებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს მარიონეტებად აქცევს, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითს“ შესაძლებლობას აძლევს, უდიდესი ფინანსური რესურსებისა და მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების ფლობის პირობებში, ამა თუ იმ სახელმწიფოს სათავეში მათი უპირობოდ მორჩილი ადამიანები მოიყვანოს.
რაც შეეხება იმას, რისი გააზრებაც მერაბ მეტრეველს უჭირს: „დიფ სთეითი“ შეერთებული შტატებისა და ევროპის კონფლიქტით, რომელსაც ამ ორი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშის დაპირისპირებულ მხარეებად დაყოფა მოჰყვება, რეალურად, არაფერს კარგავს. ევროპის დასუსტების ხარჯზე, ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერების პირობებში, მათ გლობალურ გავლენას არაფერი დააკლდება. სამაგიეროდ, ღირებულებებისგან და ტრადიციებისგან დაცლილ, უკონტროლო მიგრაციის პრობლემის წინაშე მდგარ, „ლგბტ“ და აბსურდული გენდერული საკითხებით დაკავებულ ევროპის კონტინენტზე, რისი საბოლოო მიზანიც ევროპული საზოგაოდების ერთგვაროვან, „რუხ მასად“ ქცევა და შემდეგ მისი მარტივად მართვაა, ახალი ტიპის, კორპორატიული მმართველობისთვის ნოყიერ ნიადაგი იქმნება ქმნის.
შიდა პრობლემების ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება, უსაფრთხოებისა და კეთლდღეობის იმ გარანტიების გარეშე დარჩენა, რომელსაც დღეს ევროპა შტატებისგან იღებს, ევროპულ სახელმწიფოებს სეროზულ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს უქადის. ამ ფონზე, უდიდესი გავლენების მქონე კორპორაცია, პირობითად „ბლექროკი“, საკუთარ თავზე აიღებს ინიციატივას, სწრაფი, მოქნილი ნაბიჯებით დაეხმარება ევროპას კრიზისიდან გამოსვლაში, პრობლემების დაძლევასა და „სიდიადის“ დაბრუნებაში, რაც მძლავრი იმპულსი იქნება იმისთვის, რომ თავად ევროპელმა ხალხმა სახელმწიფოებისა და ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე დაიწყოს საუბარი, თითქოს, არსებულმა მმართველობის სისტემამ საკუთარი თავი ამოწურა, მსოფლიო კი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელსაც საუკეთესოდ, სწორედ კორპორატიული მმართველობა პასუხობს.
ბუნებრივია, გაზრდილი კონტროლისა და კიდევ უფრო დიდი გავლენის ფლობის პირობებში, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაფორმალური გავლენის მქონე ოლიგარქიული ოჯახები, რომლებიც, რეალურად, დგანან გლობალური კორპორაციების სათავეში და დიდი ხანია, როგორც მინიმუმ დასავლური სამყაროს მართვაში უდიდეს როლს თამაშობენ, აპირებენ საბოლოოდ გამოვიდნენ კულისებიდან. ამისთვის კი, საუკეთესო გზა, ისე, რომ თავად ხალხში გაჩნდეს მოთხოვნა, არსებული მსოფლიო წესრიგის მოშლა, კრიზისში აღმოჩენილი ევროპის გადარჩენა და გაძლიერება, შემდეგ კი ახალი ტიპის მმართველობის სისტემის დამკვიდრებაა.“ – წერს ნინო ფოჩხუა.









