28 თებერვალი, შაბათი, 2026
28 თებერვალი, შაბათი, 2026

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციებს უზიარებს

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციებს უზიარებს. საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„🔴საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.

🔴„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:

♦️დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);

♦️შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;

♦️ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში – თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;

♦️ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში – გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.

🔴ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;

♦️განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

♦️დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას.

📍ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან.

• მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილებს.
• მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს.

🌐უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე https://www.oref.org.il/eng/articles/info/iron-swords/1107/

🌐ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE

📞საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას”, – წერს საქართველოს საელჩო ისრაელში.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები