10 იანვარი, პარასკევი, 2025
10 იანვარი, პარასკევი, 2025

თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ მთავრობის განკარგულებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.

5 იანვარს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები