ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი მასკს დიდი ბრიტანეთის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუქსმანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი დიდი ბრიტანეთის საქმეებში ერევა.

„ამ ქსელის მეპატრონე, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი სუვერენული სახელმწიფოს [დიდი ბრიტანეთის] არჩეული მთავრობის დამხობით იმუქრება. ეს წმინდა წყლის ჩარევაა. თუ ჩვენ ამას მტკიცედ არ ვუპასუხებთ, ჩვენი დემოკრატიები ამ ქარიშხალს ვერ გაუძლებს“, – დაწერა გლუქსმანმა.

ცნობისთვის, გუშინ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა გამოკითხვა შინაარსით „უნდა გაათავისუფლოს თუ არა ამერიკამ ბრიტანელი ხალხი ტირანული მთავრობისგან?“. გამოკითხვაში ორ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 58%-მა დასმულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 42%-მა – უარყოფითი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისში საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ მიმდინარეობს

თბილისში საერთაშორისო ღონისძიება, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ მიმდინარეობს, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს...