დავით კოდუა: უმძიმესია ტკივილი, რომელსაც ახლა მშობლები და ნათესავები ხუთი ანგელოზის დაღუპვით განიცდიან. პირადად ვიცნობდი ამ ოჯახს და სიცოცხლით სავსე პატარებს. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მშობლებს

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი №23 ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან დავით კოდუა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა საშინელებამ ყველა შეგვძრა. ეს არის ტრაგედია, რომლის დროსაც სიტყვებს ძალა ეკარგება. უმძიმესია ტკივილი, რომელსაც ახლა მშობლები და ნათესავები ხუთი ანგელოზის დაღუპვით განიცდიან. პირადად ვიცნობდი ამ ოჯახს და სიცოცხლით სავსე პატარებს. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მშობლებს“, – წერს სოციალურ ქსელში დავით კოდუა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ...

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი...