6 იანვარი, ორშაბათი, 2025
6 იანვარი, ორშაბათი, 2025

კახა კალაძე: ვწუხვარ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო, თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს თბილისი ყოფილი მერის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო.

„ვწუხვარ თბილისის ყოფილი მერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში. ვიზიარებ ბატონი ნიკოს ოჯახის წევრების, ახლობლების, თბილისელების მწუხარებას“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები