საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
„ყველას, განსაკუთრებით მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს, გილოცავთ ახალ წელს! მოხარული ვარ, რომ გასულ წელს, მიუხედავად სირთულეებისა, განათლების სისტემაში არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და დღეს, ახალ წელს ახალი იმედებითa და შესაძლებლობებით ვხვდებით.
მჯერა, რომ 2025 წელს ერთობლივი ძალისხმევითა და ურთიერთმხარდაჭერით კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ნაყოფიერ და შესაძლებლობებით სავსე ახალ წელს!“, – ნათქვამია ალექსანდრე წულაძის მილოცვაში.