ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის ხელმძღვანელობით დაამტკიცა. ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ნაუსედას მრჩეველი კიასტუტის ბუდრისმა ჩაიბარა. თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე იქნება.
ლიეტუვაში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ გაიმარჯვა. მას სეიმში 52 მანდატი ერგო. „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა და 86 მანდატიანი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა.