4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024
4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მართლმსაჯულების საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიდიე რეინდერსს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ზურაბ ადეიშვილი შეხვდა, ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს

ფედერალურმა პოლიციამ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა, რაც მართლმსაჯულების საკითხებში ყოფილი ევროკომისრის დიდიე რეინდერსის ფულის გათეთრების საქმეს უკავშირდება.

ჩხრეკა ჩატარდა რეინდერსის სახლშიც. ყოფილი ევროკომისარი პოლიციაშიც გამოიკითხა. ფულის გათეთრების საქმეს სამართალდამცველები რამდენიმე თვეა რაც იძიებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლები ელოდებოდნენ, რომ რეინდერსს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და ევროკომისრის იმუნიტეტი დაეკარგა.

ფულის გათეთრების გამოძიების ფაქტი ბელგიის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, თუმცა ყოფილ ევროკომისარს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

საქმის მასალების თანახმად, რეინდერსი ეროვნული ლატარიის მეშვეობით ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ყოფილი ევროკომისარი, გამოძიების თანახმად, 1-დან 100 ევრომდე ღირებულების ელექტრონულ ვაუჩერებს ყიდულობდა და შემდეგ ეროვნული ლატარიის ანგარიშზე რიცხავდა.

ლატარიის ანგარიშით და ნაღდი ფულის გამოყენებით ის თამაშობდა, ხოლო მოგებულ თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.

გამოძიებას აინტერესებს, საიდან მოიპოვა რეინდერსმა ეს ფული. მას მათი კანონიერი წარმომავლობის დამტკიცება მოუწევს.

შეგახსენებთ, ეს ის ევროკომისარია, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი ევროკომისიაში შეხვდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები