21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები: „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 71,2%-ი მიიღო – ქვეყანა დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10, ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს უსწრებს.

„კორუფციის კონტროლის“ მიხედვით  მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან  71,2%-ი მიიღო და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზე გავიდა.

კორუფციის კონტროლით (მათ შორის ელიტური კორუფციისგან თავისუფლებით)  საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10 ქვეყანას ,  ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, პოლონეთი, კვიპროსი,  მალტა, სლოვაკეთი,   ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი,  რუმინეთი,  ბულგარეთი,  ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი და ა.შ.

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან  მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

გლობალური მმართველობის ინდიკატორების ამ მეგა კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლის“ აგრეგატში 9 საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა შეაფასა. სადაც საქართველო საუკეთესო ოცეულებში, ან  ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა 9-დან 7 ორგანიზაციის შეფასების მიხედვით.

 

შემფასებელი ორგანიზაციები:

 

  1. Bertelsmann Transformation Index (BTI) (ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი)
  2. Economist Intelligence Unit (EIU) ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი
  3. Freedom House (ფრიდომ ჰაუსი)
  4. The Gallup Organization (კვლევითი ცენტრი „გელაპი“)
  5. World Bank Enterprise Surveys (WBS) (მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა)
  6. S&P Global
  7. Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame („დემოკრატიის მრავალფეროვნება“ – გოტენბერგის და ნოტერდამის უნივერსიტეტების პროექტი)
  8. World Justice Project Rule of Law Index (მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსი“)
  9. World Economic Forum Global Competitiveness Survey (GCS) (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა)

 

 

 

  1. Bertelsmann Transformation Index (BTI) (ბეთსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი)

ამ  კვლევითი ცენტრის ექსპერტული შეფასებით  საქართველო 137 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციაზე გამწესდა კონკრეტულად ანტიკორუფციული პოლიტიკის მიხედვით.

  1. Economist Intelligence Unit (EIU) (ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი)

ორგანიზაციამ მსოფლიოს 180 სახელმწიფო და ტერიტორია შეისწავლა ისეთი წამყვანი მიმართულებით, როგორიცაა „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფცია“. მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოთა შორის საქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა, ევროპის მასშტაბით კი – 10-ე (საფრანგეთთან, ესტონეთთან, ჩეხეთთან, და ბელგიასთან ერთად თანაბარი შეფასებით).

  1. Freedom House (ფრიდომ ჰაუსი)

ორგანიზაციის შეფასების მიხედვით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციის კონტროლით მე-10 ადგილზე გავიდა.

  1. The Gallup Organization (ორგანიზაცია გელაპი)

ამ ორგანიზაციის გლობალური გამოკითხვის მიხედვით _ „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“, საქართველო მსოფლიოს 137 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე, ევროპაში კი მე-11 ადგილზე მოხვდა.

  1. Varieties of Democracy (პროექტი „დემოკრატიის მრავალფეროვნება“)

კვლევითმა ცენტრმა მსოფლიოს აკადემიურ ექსპერტთა შეფასებით 174 ქვეყანა გამოიკვლია, სადაც საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა.

  1. World Justice Project Rule of Law Index (კანონის უზენაესობის ინდექსი)

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული  „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით საქართველო კორუფციისაგან თავისუფლებით მსოფლიოში 33-ე,  ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-20 ადგილზე გავიდა.

  1. World Economic Forum Global Competitiveness Survey (GCS)

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკუენტუნარიანობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით მომზადებული შეფასების საფუძველზე საქართველო კორუფციის კონტროლით სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში 20-ე, ევროპაში კი 11-ე პოზიციაზე გავიდა.

  1. World Bank Enterprise Surveys (WBS) . მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევის მიხედვით საქართველო 13-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 6 – 7 პოზიციაზე.

 

 

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (WGI) შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მკვლევარებს და ანალიტიკოსებს შეაფასონ მმართველობის აღქმის ფართო სქემები ქვეყნებში და დროთა განმავლობაში.

 

WGI აგროვებს 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს მთელ მსოფლიოში, შერჩეული სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: 1) ისინი დამზადებულია სანდო ორგანიზაციების მიერ; 2) ისინი აწვდიან შესადარებელ მონაცემებს ქვეყნებს შორის; და 3) ისინი რეგულარულად განახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ათიათასობით გამოკითხვის რესპონდენტისა და ექსპერტის მმართველობის შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები