15 ივნისი, კვირა, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტზე: ძალიან ბევრი საჭიროება და იდეაა და ეს ეროვნული, ძალიან დროული ინიციატივაა, რათა ჩვენი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უზრუნველვყოთ სახელმწიფო გრანტების გაცემით

ძალიან ბევრი საჭიროება და ბევრი იდეა არის და ეს ეროვნული და ძალიან დროული ინიციატივაა, იმისათვის, რომ ჩვენი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უზრუნველვყოთ სახელმწიფო გრანტების გაცემით, – განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“, სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ინიციატივებისთვის გრანტის გაცემის თაობაზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ ამ ინიციატივისთვის განსაზღვრა 20 მილიონი ლარი და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ინფორმაცია, რაში იხარჯება და რა კეთდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში.

„თითოეულ საგრანტო წინადადებაზე ბიუჯეტი განსაზღვრული არ არის, მაგრამ იქნება სხვადასხვა ტიპის გრანტები გამოცხადებული. ჩვენ ვსაუბრობთ მცირე გრანტებზე, მცირეში ვგულისხმობთ იმას, რომ შეიძლება ერთჯერადი იდეა ჰქონდეს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელზეც ვფიქრობთ, რომ მომართვიანობა იქნება არცთუ ისე პატარა და პირიქით უფრო დიდი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვსურს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გავაძლიეროთ და გაძლიერებაში ვგულისხმობთ ასევე, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა უფრო გრძელვადიანი გრანტი მიიღონ იმისათვის, რომ თავისი ორგანიზაცია ფინანსურად და ადამიანური რესურსის კუთხით ისე გააძლიერონ, რომ მდგრადობა უზრუნველყონ“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები