დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი ერლინდ ცეკაი დააკავეს, რომელიც თავის მხრივ დავით კეზერაშვილის ბიძაშვილთან, ასევე ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ მიხეილ ბინიაშვილთან არის კავშირში

ევროჯასთის ეგიდით, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი დააკავა. ალბანეთის მოქალაქე ცეკაი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

გამოძიების ცნობით, ის „მილტონ ჯგუფის“ თაღლითურ სქემასთანაა დაკავშირებული. ცეკაი ბიზნესმენ ალმათ იოსიფის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა, რომელმაც გერმანიის მოქალაქეებს თაღლითური გზით 6 მილიონი ევრო გამოსძალა. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის წარმომადგენლები ქოლ-ცენტრების საშუალებით ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოტყუებით მილიონობით ევროს იღებდნენ.

გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2021 წელს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ქოლ-ცენტრების საშუალებით თაღლითურად ფინანსური ინვესტიციები 17 ათასზე მეტ ადამიანს ჩაადებინეს.

„მილტონ გრუპი“ დაკავშირებულია დავით კეზერაშვილთან. BBC-ს საგამოძიებო ფილმში „მილტონ გრუპის“ ჩრდილოვან მმართველად სწორედ კეზერაშვილია დასახელებული. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ცეკაი კავშირშია დავით კეზერაშვილის ბიძაშვილთან და ასევე ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ მიხეილ ბინიაშვილთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარს უჭერს. ეს...

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს და მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ...