ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ “ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე”, არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ “ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე”, არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” რუპორად ჩამოყალიბდა.

“სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ “ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე”, არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური. წარდგენილი კანდიდატების გაწვევა არ შეიძლება. ამიტომ, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეს უვიცი ქალი იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და დაისამარა თავი სამუდამოდ.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...