გია აბაშიძე: აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ

აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც უარი განაცხადა, ეროვნული ბანკის წევრების თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე.

ექსპერტის თქმით, ნებისმიერი ჩინოსნის პოლიტიკური კარიერა ვერასდროს მთავრდება მისთვის სასიკეთოდ, როცა ის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა საკუთარ ანგარებასა და ჯიბრიანობას აყენებს.

„აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე, უკანონობის გარდა, მიუთითებს, რომ ზურაბიშვილის ადეკვატურობა იმაზე უარესადაა დაცემული, ვიდრე ნაცოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა.
აქსიომაა, რომ ნებისმიერი ჩინოსნის პოლიტიკური კარიერა ვერასდროს მთავრდება მისთვის სასიკეთოდ, როცა ის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა საკუთარ ანგარებასა და ჯიბრიანობას აყენებს.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...