ზურაბ ქადაგიძე: როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში როგორ ბედავს ვინმე, რომ სამართალდამცავებისა და სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრების ძალისხმევა შეამციროს და დააკნინოს?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ქადაგიძე წერს, მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი, ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

„მაშინ, როდესაც ამერიკაში ფაქტია და ჩვენთან აღქმად უნდათ შემოსაღება…

ბაიდენის მოყვანილ ფაქტს უნდა დაუმატო 900 დაკავებული ადამიანი, რომელთა უმეტესობა წლები ვერ დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას…

როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში, როგორ ბედავს ვინმე, რომ სამართალდამცავებისა და სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრების ძალისხმევა შეამციროს და დააკნინოს?

მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი, ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც...