ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ევროპული ქვეყნებისგან, აშშ-ის ჩართულობის გარეშე, არ იქნება საკმარისი რუსული აგრესიისგან უკრაინის გრძელვადიანი დაცვის უზრუნველსაყოფად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ევროპული ქვეყნებისგან, აშშ-ის ჩართულობის გარეშე, არ იქნება საკმარისი რუსული აგრესიისგან უკრაინის გრძელვადიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.

„მე მივიჩნევ, რომ მხოლოდ ევროპული გარანტიები არ იქნება საკმარისი უკრაინისთვის. [უსაფრთხოების გარანტიების საკითხის] მხოლოდ ევროპელებთან განხილვა შეუძლებელია, რადგან ერთადერთი გარანტია, ამჟამად თუ მომავალში, ნატოს წევრობაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს შეერთებული შტატებიც და ევროპელებიც, საერთო გადაწყვეტილებაა საჭირო. ძალიან ყოვლისმომცველი პოზიცია უნდა იყოს. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ უსაფრთხოების გარანტიებში, რომლებიც ხვალ დაგვიცავს“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...