ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ ომში 11 ათასი ჩრდილოეთკორეელი მონაწილეობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხარეს ომში 11 ათასი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო მონაწილეობს.

მისი თქმით, მსოფლიომ ჩრდილოეთ კორეის ჯარის ყოფნაზე რუსეთში რეაგირება უნდა მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების რიცხვი გაიზრდება.

„დღეს რუსეთის არმია 11 ათას ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს იყენებს. მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, თუ მსოფლიოს რეაქცია არ იქნება ისეთი, რაც ჩრდილოეთ კორეას, მის ჯარისკაცებს [ომში] მონაწილეობის სურვილს მოუსპობს. თუ არა და, ასეთ დაქირავებულ მებრძოლებს, სამწუხაროდ, ომის სხვა ზონებშიც ვიხილავთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი: გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა ზედმეტად აგრესიული, შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ბევრი...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ახსნა-განმარტებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აგრესიული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მან სასამართლოდან არაერთხელ მიიღო...