ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში; საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი. ის ემსახურებოდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ – შემდეგ ტოტალურად გააყალბეს არჩევნები. 2008 წელს დაიწყო ომი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს მოუწია დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში; საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი. ის ემსახურებოდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შემდეგ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, დაიწყო ომი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს მოუწია დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ასეთ ფონზე ასეთი სამარცხვინო იაფფასიანი განცხადებების კომენტირებას საერთოდ არ მგონია აზრი ჰქონდეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი. ის ემსახურებოდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ. შემდეგ გააყალბეს ტოტალურად არჩევნები, შემდეგ დაიწყო ომი, უამრავი სხვა პროცესი განვითარდა 2008 წლიდან მოყოლებული, რის შემდეგაც მთლიანად მოუწია ბატონ ბიძინა ივანიშვილს დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას. მანამდე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პირდაპირ ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში. ეს ეხებოდა განსაკუთრებით ჯარს, პოლიციას, საჯარო სამსახურს და მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ინსტიტუტების განმტკიცებაში, რაც ვერ დააფასეს იმ ადამიანებმა, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ჯარს არ ჰქონდა ტანსაცმელი, ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის და უნიფორმების შეძენაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დახმარება არ არის.

„ჯარს ტანსაცმელი რომ არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის შეძენასა და უნიფორმების შეძენაზე, ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ დახმარება; ან როდესაც საჯარო სამსახურში იყო გამოწვევები კორუფციის კუთხით, როდესაც დანამატებს უხდიდა საჯარო მოსამსახურეებს, ეს არ მგონია იყოს ნაცმოძრაობის დახმარება, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თემურ გასვიანი „ტვ პირველს“: მოვითხოვ გასწორდეს ჩემ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია....

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ,...