ზამურ ჭითანავა ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა – სოფლის საჭიროებები რეალურ ცვლილებებში უნდა გადაიზარდოს

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას ადგილობრივებთან ერთად განიხილეს სოფლების საჭიროებები და სამომავლო გეგმები. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული მოსაზრება მნიშვნელოვანია და მსგავსი უშუალო შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა რეალური პრიორიტეტების დასადგენად.

„მჯერა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი უნდა იქცეს ისეთ სივრცედ, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ღირსეული ცხოვრებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების. ჩემი მიზანია, თითოეული სოფლის საჭიროება გადაიზარდოს რეალურ და ხელშესახებ ცვლილებებში,“ – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.

https://www.facebook.com/share/p/1H81R2LaTu/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!...

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და ეკონომიკური წრეების...