ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ – მინისტრის ინიციატივას, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მნიშვნელობა მხოლოდ პენსიის ოდენობის მატებით არ უნდა შეფასდეს. მისი თქმით, ამ ინიციატივის მთავარი ასპექტი ხელისუფლების მზაობაა, მოუსმინოს საზოგადოებას და გაითვალისწინოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

„მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

იმიტომ, რომ აქ წამყვანი და მთავარი არის მთავრობის უნარი და სურვილი მოუსმინოს ხალხს, თუნდაც კრიტიკულ თემებზე. ხოლო, პენსიების ოდენობის საკითხი იყო ერთერთი ასეთი. თუ რამდენით მოიმატა – მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს ეს შეეძლო არსებული რეალობიდან გამომდინარე“, – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, "ქართულ ოცნებას" მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის...