ზაალ ანჯაფარიძე: დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ

როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ.

„იმ დღეს, როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ს გავლენიან ანალიტიკურ ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით. ნახსენები იყო ის ყბადაღებული “უნივერსიტეტიც” და იყო მოწოდება-ჩაერიეთო!

ანუ, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირან-აშშ ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ. სხვათა შორის, სტატიის გამოქვეყნება (3 მარტი) დროში დაემთხვა აშშ-ში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს.“ – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას...

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსა და მოახლოებულ გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ მოსალოდნელ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის...