ვუჩიჩი: მჯერა, რომ სერბეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. ალექსანდრ ვუჩიჩმა ოფიციალური შეხვედრების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უფრო გაღრმავდება, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობები გაცილებით მაღალ ნიშნულზე ავა, ვიდრე ეს აქამდე იყო,

„მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობისა და ძმობის გაფრთხილებას და რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის“, – წერს ვუჩიჩი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...