ვლადიმერ ბოჟაძე: ,,ქართული ოცნების” დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” – ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, – წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა, ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება ბრალდებოდა. ბოჟაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, ამის მიუხედავად, ყველა საქმე მოიგო საერთაშორისო სასამართლოებში.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” – ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, რომელშიც ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობვა და კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალა!

,,ქართული ოცნების” დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.” – წერს ბოჟაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარს უჭერს. ეს...

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ევროდეპუტატები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას უჭერს მხარს და მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ...