ცოტნე ანანიძე კაია კალასზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აშშ მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია და ამავე დროს დაპირისპირების ენით საუბრობს, მისთვის პრიორიტეტი არა მშვიდობა და უსაფრთხოებაა, არამედ პოლიტიკური იმიჯი – ამაშია განსხვავება ევრობიუროკრატიასა და საქართველოს მთავრობას შორის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიმართ ოლიმპიადის დროს აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილებას ევროპული ღირსების გამოხატულებას უწოდებს.

მისი შეფასებით, როდესაც პოლიტიკოსი ერთდროულად აცხადებს, რომ აშშ მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია და დაპირისპირების ენით საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტი არა მშვიდობა, არამედ, პოლიტიკური იმიჯია.

“როდესაც პოლიტიკოსი ერთდროულად აცხადებს, რომ აშშ მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა და ამავე დროს დაპირისპირების ენით საუბრობს, ეს არის ფაქტი, რომ მისთვის პრიორიტეტი არა მშვიდობა და უსაფრთხოებაა, არამედ პოლიტიკური იმიჯი. სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება ევრობიუროკრატიასა და საქართველოს მთავრობას შორის,”- წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...