ტრამპი სირიაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, არ უნდა ჩავერიოთ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიაში განვითარებულ მოვლენებში.

„აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ამასთან [სირიაში განვითარებულ მოვლენებთან]. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. არ უნდა ჩავერიოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთს, რომელიც ჩართულია უკრაინაში, სადაც 600 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეაჩეროს სირიაში ოპოზიციური ძალების წინსვლა. „სირიაში რუსეთს დიდი სარგებელი არც არასდროს ჰქონია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც სირიაში ხდება, დიდი არეულობაა, მაგრამ [სირია] არ არის ჩვენი მეგობარი და აშშ-ს არაფერი საერთო უნდა ჰქონდეს ამ სიტუაციასთან“, – დასძინა მან.

სირიაში ბრძოლები კვლავ განახლდა, პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში. 1-ელ დეკემბერს სირიის მთავრობამ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ქალაქ ალეპოზე, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში. აჯანყებულებმა შემდგომში აიღეს რამდენიმე სხვა დიდი ქალაქი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო. კახიანის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. მისივე...