ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს.

ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: „კი“.

„თუ ვინმე მხოლოდ ერთი ფეხით, ორი ფეხიც არ არის საჭირო, დააბიჯებს ჩვენს მიწაზე, ეუბნებიან: „გილოცავთ, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატებს მოქალაქე ხართ“. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, ვინაიდან ეს უაზრობაა“, – დასძინა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...