The Jerusalem Post: USAID-ი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ჰამასს“ აფინანსებდა

ებრაული გამოცემა The Jerusalem Post-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია იმაზე, რომ სკანდალურად ცნობილი USAID-ი მონაწილეობდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის „ჰამასის“ დაფინანსებაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, USAID-ი აგრეთვე ისეთ მედიას აფინანსებდა, როგორიცაა BBC, რომელიც ანტიებრაულ პროპაგანდას ეწეოდა და პალესტინელების ტერორიზმზე ინფორმაციას მალავდა. გამოცემა წერს, რომ ამ ფაქტებს თავად ამერიკული ორგანიზაცია იძიებს.

ამის გამო, წერს The Jerusalem Post-ი, ევროპულ საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ისრაელი საოკუპაციო ძალაა. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკოსები ისრაელის კრიტიკის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ. განსაკუთრებით ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც მუსლიმანური მოსახლეობა იზრდება.

ორპირობის ყველაზე ნათელი მაგალითი არიან ირლანდია, შვედეთი და ბელგია, სადაც ანტისემიტიზმი ისრაელის კრიტიკით არის გამართლებული, – წერს გამოცემა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...