ვენსის განცხადებით, უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა გახდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს.

„რამდენადაც ვიცი, უკრაინასთან ოფიციალური სამეკავშირეო შეთანხმება არ გვაქვს. უკრაინა ნატოს წევრი არ არის. არ ვფიქრობ, რომ ის ნატოში უნდა შევიდეს. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა აღფრთოვანებას იმსახურებს, შესანიშნავი ქვეყანაა მრავალი შესანიშნავი ადამიანით. ჩვენ მათთან გარკვეულ საკითხებზე ვითანამშრომლებთ, მაგრამ ზოგ საკითხში ჩვენი პოზიციები განსხვავდება“, – განაცხადა ვენსმა.

ამასთან, როგორც ვენსმა აღნიშნა, უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით,...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა...