ზაზა დობორჯგინიძე: დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია, თუ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზით ცდილობენ

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნიკა ობოლაძის განცხადებას: “პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სისტემებში იმ სუბიექტების გასამართლება, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზებით ცდილობენ, სრულიად დასაშვები და ლეგიტიმურია.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი და 4 ოქტომბრის მოვლენები სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რამაც საბოლოოდ მათივე აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი შექმნა.

„დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია თუ არასაარჩევნო გზით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. ბოიკოტის და მერე 4 ოქტომბრის მიზანი რეალურად ეგ იყო, ოპოზიციის აკრძალვის ლეგალური საფუძველი, რომელშიც ოპოზიციამ თავი გაყო საკუთარი ნებით”,- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, "ქართულ ოცნებას" მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის...