თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება

თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით 10 რეგიონში უკვე გაიმართა. დასკვნითი მე-11 შეხვედრა დღეს შედგება.

რეგიონული კონფერენციების მიზანია, ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაციაა და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდა.

„თბილისი არის აქტიური ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც სპორტულ ღონისძიებებს, ასევე წარჩინებულ ახალგაზრდებს მათ შორის სწავლის დაფინანსების მიმართულებით. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ღონისძიებას, რომ მოვისმინოთ კიდევ რა გამოწვევები რჩება აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და რა იდეების განხორციელებას ისურვებდნენ ჩვენ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...