სპორტის მინისტრმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, 84 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, 84 წლის იუბილე პირადად მიულოცა.

მინისტრმა სპორტსმენს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.

„ჭადრაკის დედოფალი“ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოჭადრაკეა. სპორტსმენი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი და ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.

ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. ის ასევე საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ლეგენდარული სპორტსმენი 1982 წელს პირველი ქალი გახდა, რომელსაც საჭადრაკო „ოსკარი“ გადაეცა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...