მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.
როგორც იგი აღნიშნავს, ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!“, – წერს კახა კალაძე Instagram-ზე.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.









