ნინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა.

როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პენ ცინხუას.

შეხვედრაზე განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები, ვაჭრობის, ტურიზმის, ტექნოლოგიების, განათლებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, – წერს ნინო წილოსანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

“ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება – ნიკოლოზ სამხარაძის...

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და...