ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერიც არის, სწორედ გამოცემა Euronews-ის საიტიდანაა, რაც, მისივე თქმით, ეწინააღმდეგება იმავე მედიის წარმომადგენლის მიერ რამდენიმე დღის გაკეთებულ განცხადებას.

კერძოდ, ანჯაფარიძე იხსენებს პრემიერის ინტერვიუს Euronews-თან, რა დროსაც ჟურნალისტმა მიუთითა, რომ მასთან ფოტოს გადაღება არავის სურს.

“ეს ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურთო. საინტერესოა ეხლა რას იტყვის…- წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრიმიჰოლმარტინი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას...