შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას, გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას თითოეულ გამოცდაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„ძვირფასო აბიტურიენტებო,

გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. თქვენს ცხოვრებაში იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არა მხოლოდ ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდაა, არამედ მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც.

გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას თითოეულ გამოცდაზე. თქვენი შრომა, აუცილებლად, ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში თქვენი პირადი წარმატებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება.

გისურვებთ წარმატებებს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც...

სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია, -...