საპატრიარქო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა.

„ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, დღეს გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...