სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: 3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსის, ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრაზე.

Independence Avenue Media-ს ინფორმაციით, პრესსპიკერმა, დარსალია-ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ “3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე”.

როგორც Independence Avenue Media იტყობინება, ტომი პიგოტმა, მათ კითხვაზე პასუხად განაცხადა: “სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...