რატი იონათამიშვილი: საქართველო ორიენტირებულია განვითარებაზე და იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაზე, რაც თუნდაც შუა დერეფნის პროექტით არის მოაზრებული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ორიენტირებულია განვითარებაზე და იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაზე, რაც თუნდაც შუა დერეფნის პროექტით არის მოაზრებული.

„ჩინეთთან მჭიდრო და ეფექტური სავაჭრო ურთიერთობების განვითარება დღის წესრიგში ნებისმიერ ქვეყანას უდგას დღეს და ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი შესაძლებლობა იქნება ნებისმიერი დიდი თუ საშუალო მოთამაშისთვის. ამ ყველაფრის ფონზე, მსგავსი განცხადებების გაკეთება კიდევ უფრო მეტად უადგილო არის და აქ ჩანს, რომ ეს ადამიანები საქართველოს უყურებენ, როგორც დაბალ ღობეს, რომელიც მონურ მორჩილებაში უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ და სინამდვილეში, ჩვენ ამაყი და ძლიერი ქვეყანა ვართ, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაზე, რაც თუნდაც შუა დერეფნის პროექტით არის მოაზრებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ჯო უილსონი და ლორა თორნტონი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ, იმ ფონზე როცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად აქტიურად მუშაობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...