პრემიერი ზურა ჯაფარიძეზე: ჩემთვის ეს არის უცხოელი აგენტის მიერ მორიგი დავალების შესრულება, მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ხაზია ნარკოტიკების მოხმარების წახალისება გლობალურად და საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი

ჩემთვის ეს არის უცხოელი აგენტის მიერ მორიგი დავალების შესრულება. თქვენ იცით, რომ გლობალურად კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ წახალისდეს ნარკომანია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი, რომელსაც ავალებენ ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას.

„ეს არის გლობალური ტენდენცია, ამაში არიან ჩართული ე.წ. ლიბერალები, ფსევდოლიბერალები, მათი ერთ-ერთი მთავარი ხაზი, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ნარკოტიკების მოხმარების წახალისება გლობალურად, რასაც ძალიან სერიოზული პრობლემები მოაქვს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი, რომელსაც ავალებენ ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას საქართველოში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი...

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პერიოდულად, საქართველოს ეკონომიკის,...