პაატა სალია: შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, თუ რა მიზეზით აღმოჩნდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში

საერთო ჯამში, რაც არის პატიმრების რაოდენობა, გადატვირთულობა არ გვაქვს, თუმცა, არის ორი დაწესებულება, სადაც გვაქვს ხოლმე გარკვეული გადატვირთულობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაატა სალია ასევე გამოეხმაურა ბრალდებული ძმების – დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საქმეს და აღნიშნა, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, თუ რა მიზეზით აღმოჩნდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვიცით, რომ მერვე დაწესებულებაში არის ლიმიტზე მეტი რაოდენობა პატიმრებისა, თუმცა, კონკრეტულად ფეიქრიშვილების საქმეზე როცა ვსაუბრობთ, მე არ ვიცი, რამდენად იყო ეს გარემოება მიზეზი იმისა, თუ რატომ აღმოჩნდნენ ფეიქრიშვილთან ერთად საკანში სხვა პირები. მე არ ვიცი, იყო თუ არა [წარსულში] ამ პირებს შორის დაპირისპირება, ეს არის, ზოგადად, მოარული ხმები. ნებისმიერ პირს შეუძლია, ნებისმიერი რამ განაცხადოს; ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებს ადგილი, საბოლოო ჯამში, უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, გესაუბროთ დეტალებზე, რაც ჩემთვის არ არის ცნობილი, და რასაც შესაძლოა, რომელიმე მხარე გარკვეული სპეკულაციისთვის იყენებდეს. ისეთ ფაქტებზე, რაც არ არის დადგენილი სასამართლოს მიერ, მე ვერ გაგცემთ პასუხს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მსგავსი სიახლეები

ნიკა გვარამია: პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას

პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას. იცით, რა დანიშნულებაც აქვს პიროტექნიკის გამოყენებას, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. „რამდენადაც...

მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა,...

რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: ბატონო ნიკა, ეს არასერიოზული პასუხია, დავსერიოზულდეთ იმიტომ,...

ბატონო ნიკა, ეს არასერიოზული პასუხია, დავსერიოზულდეთ იმიტომ, რომ ბატონ ჯაფარიძესთან ერთად აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და რას აპირებს ჯაფარიძე არ გაინტერესებთ? - ასე მიმართა საკონსტიტუციო...

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია ეკონომიკა, რომელიც ქმნის მეტ ღირებულებას, მეტ მაღალანაზღაურებად...

საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს მაღალშემოსავლიანი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამისთვის გვაქვს გეგმა, კონკრეტული პროექტები და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ...