გია აბაშიძე: ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებები ეროვნული ბანკის ფუნქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

როგორც აბაშიძე წერს, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს კანონით დაკისრებული ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.

„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა — ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს.
ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.
როცა ნაცსექტანტს კანონის ერთი მუხლის წაკითხვაც არ შეუძლია, მისი რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში არჩევა პოლიტიკური ფარსია. უსამშობლოები ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ ქვეყნის მართვისთვის აუცილებელი ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნიათ.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი...

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პერიოდულად, საქართველოს ეკონომიკის,...

ჩიხელიძე: სასამართლოში გვარამიას გამოსვლა იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები...

სასამართლოში, გვარამიას უსაზღვრო ფანტაზიით სავსე გამოსვლას მოვუსმინე. ეს იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები, რომლებიც იმდენად არათანმიმდევრული იყო, რომ გვარამია საკუთარ თავს,...

დავით ჩიხელიძე: ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესახებ მისი მსჯელობა კომპეტენციის ნაკლებობაზე მიუთითებს. ჩიხელიძის განმარტებით,...

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია...

ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლარის კურსი საეროვნული ბანკის საქმე არ არის, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება და...