“ფორმულას” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები, ეკა ფხაკაძე და ირაკლი ვაჩიბერიძე, გმობენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხრიდან “პოს ტვ”-ის ჟურნალისტის ბულინგს და მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას

მე ვგმობ ნებისმიერი ჟურნალისტის ბულინგს, – ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა, ეკა ფხაკაძემ განაცხადა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხრიდან ტელეკომპანია “პოს ტვ”-ის ჟურნალისტის დაბულინგებას აფასებდა.

კოლეგების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფა დაგმო “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერიძემაც. მან ასევე აღნიშნა, რომ გმობს მამუკა მდინარაძეზე ალეკო ელისაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმის ფაქტსაც.

“ბუნებრივია, ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, მათ შორის თქვენზე განხორციელებულსაც, როცა მოხდა.” – განაცხადა ირაკლი ვაჩიბერიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი ზარქუა: დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში, არასწორი, უსამართლო...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, ევროკავშირის წევრ დიდ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ პრობლემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არასწორი, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის...