ფონიჭალაში მცხოვრები: ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა: „გადახტითო!“. ხმა მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვერო არ იყო კონტაქტური, მეორე სართულზე, ალბათ, ის ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ, ჯაბასი, ვინც დაიღუპა: „მიშველეთო!“ ძალიან მალე მოვიდა სამაშველო. დაიწყო ნგრევა. ჩამოვარდა მთლიანად ოთახები

ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, მოვლენები სწრაფად განვითარდა და მისმა მეზობლებმა ბინების დატოვება ვერ მოასწრეს.

„ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა: „გადახტითო!“ ხმა მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვერო არ იყო კონტაქტური, მეორე სართულზე, ალბათ, ის ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ, ჯაბასი, ვინც დაიღუპა: „მიშველეთო!“. ძალიან მალე მოვიდა სამაშველო, ყველა. უკვე მაშველებიც რომ შევიდნენ, დაიწყო ნგრევა. ჩამოვარდა მთლიანად ოთახები. ჩემი მეუღლეც იქ იყო – ვინმეს ვუშველოო და გამოიყვანეს. ოთახები ჩამოვარდა და მაშინ დაიღუპნენ, ალბათ“, – აცხადებს დაღუპულების მეზობელი.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024...

თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა, - ამის...