კახა კალაძე: საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი

თბილისის მერი, კახა კალაძე 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, – კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მან მედიკოსებს, მაშველებს და სამუშაოებში ჩართული ყველა უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად მედიკოებს, ყველას მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო სახანძრო-სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ მძიმე დღეებში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024...

თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა, - ამის...